ლუჩანო სპალეტი: კვარაცხელია ტოპია და დიადი საქმეების გაკეთება შეუძლია

ევროპის ჩემპიონატზე შვეიცარიასთან 1/8-ფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თავისი ყოფილი ფეხბურთელის, ს შესახებ ისაუბრა:
“ზოგიერთი ურთიერთობის წაშლა შეუძლებელია. ჩემს ზოგიერთ ფეხბურთელთან ისევ მაქვს ურთიერთობა და კვარაცხელია ერთ-ერთი მათგანია. ჯგუფური ეტაპის გადალახვის შემდეგ ერთმანეთს კომპლიმენტები ვუძღვენით. მას არავინ არ იცნობდა, ან ცოტა ვინმე თუ იცნობდა. ახლა ის სამართლიანად ყველას მიერ აღირებულია.
“კვარამ” ისეთ მაღალ დონეს მიაღწია, რომ ნებისმიერ მეტოქეს შეუძლია გაუმკლავდეს. ახლა ჩვენ ისეთი ტოპ-დონის მოთამაშეზე ვლაპარაკობთ, რომელმაც თავისი ფასეულობა დაამტკიცა და კარიერაში დიადი საქმეების
გაკეთება შეუძლია”.