ესპანეთში უკვე პენალტებზე ფიქრობენ – AS მამარდაშვილის სტატისტიკაზე თერთმეტმეტრიანების სერიაში

ესპანური პოპულარული გამოცემა AS წერს, რომ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში უკვე ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს და ამიტომ, შესაძლო პენალტების სერიის განხილვაცაა საჭირო.
წყარო უშუალოდ საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის სტატისტიკაზე ამახვილებას ყურადღებას.
ირკვევა, რომ “ჯვაროსანთა” კიპერს კარიერაში ჯამში 19 პენალტი დაურტყეს, საიდანაც 5 მოიგერია (3 “ვალენსიაში” და 2 “ლოკომოტივში”).
უშუალოდ პენალტების სერიაში გიორგიმ 4-ჯერ ითამაშა. 17 თერთმეტმეტრიანიდან 1 მოიგერია (საბერძნეთთან) რაც წარმატების 5,88%-ს აძლევს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური შეხვედრა საქართველოსა და ესპანეთს შორის თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში