საქართველო თუ პორტუგალიას მოუგებს, ყველა ტიპის საწვავს 2 ლარად გავყიდით“ – Socar -ის დაპირება

Socar-ი ესპანეთის ნაკრების დამარცხების შემთხვევაში პირობას დებს, რომ 1 ივლისს, 2 საათიდან 90 წუთის განმავლობაში ყველა ტიპის საწვავს 2 ლარად გაყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
„თუ პორტუგალიას მოვუგებთ, მე….“ ასე ჩავუთქვით ყველამ ერთად დაპირებები და ცოტას თუ გვჯეროდა, რომ მართლაც მოვიგებდით.
2-0 საოცარი გამარჯვება!
და სოკარის გუნდი სიხარულით ვეხმარებით გულშემატკივრებს დაპირებების შესრულებაში.
პორტუგალიასთან 2 გოლით შთაგონებულებმა, ამჯერად ჩვენც გვინდა დავდოთ პირობა:
საქართველო რომ ესპანეთს მოუგებს, იმ ორშაბათს, დღის 2 საათიდან 90 წუთის განმავლობაში, ყველა ტიპის საწვავს 2 ლარად გავყიდით.
ეს 2-იანი იმ 2 გოლის აღსანიშნავად არასდროს რომ არ დაგვავიწყდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.