აშშ: ბლინკენი მიმდინარე კვირას ისრაელს ეწვევა

აშშ-ს სახელმწოფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი, მიმდინარე კვირას ისრაელს და დასავლეთ სანაპიროს ეწვევა.
“ვიზიტისას ბლინკენი განიხილავს ს უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, ასევე მცდელობებს დარჩენილი მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, ღაზაში ისრაელის ოპერაციების დროს მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაჩქარებას”. – ნათქვამია -ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ამასთან, 27 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით ბლინკენი, ისრაელისა და დასავლეთ სანაპიროს გარდა, ეწვევა ბელგიას, ჩრდილოეთ მაკედონიას და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.
აქამდე, ბლინკენი რამდენჯერმე ეწვია ისრაელს ოქტომბერსა და ნოემბერში ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობის ფარგლებში.

ასევე დაგაინტერესებთ