გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ხობში, ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ს რაიონული პროკურატურისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ს რაიონული პროკურორის მოადგილე ალექსანდრე კოდუამ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე, საქართველოს პროკურატურაში არსებულ სერვისებზე, უწყების სტრატეგიაზე, გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალთა მკვლელობის და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სისხლის სამართლის პოლიტიკაზე და ამ მიმართულებით არსებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილე დავით ბერაია, მერიის სამსახურების და ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენცია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს წყევლა იყოს ვიზის აღება – ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, აშშ-სგან! არის ვიზის საჭიროება? – ავიღებთ ვიზას