IBSU-ში მადლიერების დღე აღინიშნა

ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ინიციატივითა და ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მადლიერების დღე ტრადიციულად აღინიშნა.
ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრნენ IBSU-ს რექტორი კახა შენგელია, -ს საელჩოს მრჩეველი საჯარო დიპლომატიის დარგში, ალექსანდერ დანიელსი, ამერიკელი ფულბრაიტელი მკვლევრები, პროგრამის სტუდენტები, ლექტორები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები.
როგორც უნივერსიტეტში აღნიშნავენ, სუფრა ტრადიციულად სტუდენტების მიერ მომზადებულ ქართულ და ამერიკულ კერძებს აერთიანებდა.

ასევე დაგაინტერესებთ