რუსეთის შავი ზღვის სანაპირო რეგიონებში ძლიერი შტორმია – რუსეთში ძლიერი შტორმის შედეგად 1.9 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

რუსეთის შავი ზღვის სანაპირო რეგიონებში ძლიერი შტორმია. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ქარიშხლისა და წყალდიდობის გამო 1.9 მილიონზე მეტ ადამიანს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიწოდება.
BBC-ის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარება კრასნოდარისა და როსტოვის მხარეებშია. სტიქიურ უბედურებას ქვეყანაში სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა.
ძლიერმა შტორმმა დააზიანა უკრაინის შავიზღვისპირა რეგიონიც, სადაც 2 000-ზე მეტი დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ძლიერი ქარიშხალი იყო რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმშიც. გამოცემა ასევე წერს, რომ შავ ზღვაში შტორმის შედეგებს რეგიონის სხვა ქვეყნები, მოლდოვა, ბულგარეთი და საქართველო, ებრძვიან.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება