რივერ პარკი – Index | Wealth Management-ის ახალი პროექტია

Index | Wealth Management უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც აერთიანებს რამდენიმე პროექტს თბილისის სხვადასხვა უბანში და ასევე ქობულეთში. Index | Wealth Management პოტენციურ მომხმარებელს, კვლევებით გამყარებული ინფორმაციის საშუალებით ინვესტიციის სწორად განკარგვაში ეხმარება.
ბოლოდროინდელი მონაცემებით, საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები ისტორიულ მაქსიმუმზეა და ეს ციფრი ყველაზე მაღალია რეგიონში. ქვეყანაში, სადაც უძრავი ქონების სექტორი მუდმივ აღმასვლაშია, ამ ტიპის პროდუქტს ინვესტირების ყველაზე მიმზიდველ და წარმატებულ საშუალებად აქცევს.
Index | Wealth Management-ის პირველი პროექტია – რივერ პარკი, რომელიც ახალი მულტიფუნქციური უბანია თბილისში. კომპლექსი შენდება უნიკალურ მიკროკლიმატურ ზონაში, მდინარე მტკვრის პირას, დიღომი #9-ს ტერიტორიაზე და მოიცავს 30 000 მ2-ს.
კომპანიის მთავარი მისწრაფებაა შექმნას კომფორტული საცხოვრებელი გარემო ქალაქის ეკოლოგიურად სუფთა ნაწილში, რომელიც შორს არის ქალაქის ცენტრის აურზაურისგან და ამავდროულად ახლოს არის ნებისმიერი საჭირო დანიშნულების ობიექტთან.
დაბალი განაშენიანების, 4 სართულიანი შენობები მშვიდი და მყუდრო გარემოს წინაპირობაა. პროექტში შემავალი თითოეული აპარტამენტი ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობაში. ეს პროექტი ხელსაყრელია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ.
კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა: გამოიყოფა საპარკინგე ადგილები, გაკეთდება სპორტული და რეკრეაციული ზონები, ასევე მოსასვენებელი და გასართობი სივრცეები ბავშვებისთვის.
სივრცეები დაეთმობა კომერციულ ფართებსაც. ეს ნაწილი საინტერესოა იმ ადამიანებისთვის და კომპანიებისთვის, რომლებიც კომპლექსის ტერიტორიაზე განიხილავენ თავიანთი ბიზნესის განვითარებას.
კომპანიისთვის პრიორიტეტულია გახდეს მდგრადი განვითარების და ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრების მაგალითი საქართველოში დადაამკვიდროს ურბანული განვითარების სტანდარტი, რომელიც ჰარმონიაშია ბუნებრივ გარემოსთან.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ