ქართული კომპანია Georgian Airways-ი მოსკოვის გარდა თბილისიდან ახლა უკვე სანქტ-პეტერბურგშიც იფრენს. ავიაკომპანიის ვებგვერდზე ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.
რუსული სამთავრობო მედია “ტასი” პეტერბურგის Пулково-ს აეროპორტის მმართველ კომპანიაზე დაყრდნობით წერს, რომ პირდაპირი რეისები 10 დეკემბრიდან დაიწყება. Georgian Airways კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და კვირას იფრენს.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით ფრენები აღადგინა. რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ Georgian Airways უკრაინამ დაასანქცირა. საჰაერო კომპანია პირველი ქართული დასანქცირებული კომპანია გახდა.