ბელგრადში ისრაელის საელჩოს შენობის წინ სერბი პოლიციის ოფიცერი მშვილდ-ისრით დაჭრეს. სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ივიჩა დაჩიჩის ცნობით, პოლიციელმა მაინც მოახერხა თავდამსხმელის დაჭრა. როგორც ცნობილია, თავდამსხმელი ადგილზე გარდაიცვალა და მისი იდენტიფიცირება ჯერჯერობით საგამოძიებო სამსახურებმა ვერ შეძლეს.
დაშავებული პოლიციის ოფიცერი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას ოპერაცია უტარდება. გავრცელებული ინფორმაციით, ოფიცერი ისრით კისრის არეში მძიმედ დაიჭრა.
სერბული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი ისრაელის საელჩოს წინ მდებარე შენობასთან დილის 11 საათზე მივიდა და იქ მყოფ ადამიანებს მუზეუმის შესახებ კითხვებს უსვამდა. შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, საქმის გამოძიების პროცესში სხვადასხვა უწყებები მონაწილეობენ და რამდენიმე ადამიანი ჰყავთ დაკავებული.