“გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები ჩამოდიან არჩევნების დღემდე არა უადრეს ექვსი თვისა, რათა მონიტორინგი გაუწიონ და მოამზადონ ანგარიშები ძირითად საარჩევნო მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც ხდება, არჩევნების დღემდე და – შემდეგ”- ასე პასუხობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ოფისი ფორმულას ვაშინგტონის ბიუროს შეკითხვას 2024 წლის არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესახებ.
სახდეპი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები მზადაა ითანამშრომლოს ქართველ ხალხთან და საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, რათა განახორციელოს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებები, მათ შორის ევროკომისიის სამუშაოებთან შესაბამისობაში, რაც უკავშირდება 2024 წელს, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის ჩატარებას.
წერილში ასევე ნათქვაია, რომ “ეს საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის კრიტიკული ნაბიჯია, როგორც ეს კონკრეტულ რეკომენდაციად არის მოხსენიებული ევროკომისიის ბოლო ანგარიშში”.
სახდეპის პასუხი ფორმულას შეკითხვაზე:
“ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (ეუთო) და ევროპის საბჭოსთან, არჩევნებზე დაკვირვების მცდელობებში და კოორდინაციას გავუწევთ ამ პარტნიორებთან, არჩევნებზე დაკვირვების გრძელვადიანი და მოკლევადიანი საჭიროებების მხარდასაჭერად.
ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (ეუთო) და ევროპის საბჭოსთან, არჩევნებზე დაკვირვების მცდელობებში და კოორდინაციას გავუწევთ ამ პარტნიორებთან, არჩევნებზე დაკვირვების გრძელვადიანი და მოკლევადიანი საჭიროებების მხარდასაჭერად.
ქართველმა ხალხმა ცხადყო, რომ თავის მომავალს ევროპასთან ხედავს. ევროკომისიის ბოლო რეკომენდაცია საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ არის უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირთან და დასავლეთთან ინტეგრაციისთვის.
ქართველმა ხალხმა ცხადყო, რომ თავის მომავალს ევროპასთან ხედავს. ევროკომისიის ბოლო რეკომენდაცია საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ არის უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირთან და დასავლეთთან ინტეგრაციისთვის”- ნათქვამია წერილში.