“თეთრი სახლი ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის გახანგრძლივებას მიესალმება” | კირბი

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორი, აცხადებს, რომ თეთრი სახლი ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის გახანგრძლივებას მიესალმება. მისივე თქმით, პაუზის გახანგრძლივების მიზნით, “ჰამასი” ვალდებულია მომდევნო ორი დღის განმავლობაში კიდევ 20 ქალი და ბავშვი გაათავისუფლოს.
“ვიმედოვნებთ, რომ პაუზები კიდევ გაგრძელდება და ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რომ “ჰამასი” უფრო მეტ მძევალს გაათავისუფლებს”, – ამბობს კირბი.