კანადაში, უინიპეგში სროლის დროს, სამი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა – სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, სროლა 26 ნოემრის დილის 04:00 საათზე მოხდა.
შემთხვევის ადგილას მისულმა ოფიცრებმა იპოვეს ხუთი მსხვერპლი „დაზიანებებით, რომლებიც შეესაბამება სროლას“.
„ეს ინციდენტი მრავალსართულიან საცხოვრებელში მოხდა. დამატებითი ინფორმაცია შესაძლო მოტივის შესახებ არ არის ხელმისაწვდომი“, – თქვა კონსტაბელ ჯეისონ მიჩალიშენმა, ვინიპეგის პოლიციის სპიკერმა.
დაჭრილებიდან ორი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. სამი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთ-ერთი მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
“უინიპეგის პოლიციის სამსახურის სასამართლო ექსპერტიზის განყოფილება ადგილზე იქნება დიდი ხნის განმავლობაში ამ ინციდენტის სიმძიმის გამო,” – განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა.
მსხვერპლთა ვინაობა არ სახელდება. გამოძიება სროლის ფაქტზე მიმდინარეობს.