ბავშვს, რომლის მშობლებიც საბავშვო ბაღის აღმზრდელის მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ, ექსპერტიზა უტარდება – ახალი დეტალები ქუთაისიდან

ბავშვს, რომლის მშობლებიც საბავშვო ბაღის აღმზრდელის მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ, ექსპერტიზა უტარდება, – სცემა თუ არა ქუთაისში მე-4 საბავშვო ბაღის აღმზრდელმა აუტისტური სპექტრის მქონე აღსაზრდელი, ამას ახლა სამართალდამცველები არკვევენ.
მოზარდის ოჯახი ირწმუნება, რომ მცირეწლოვანს ცემის კვალი სხეულზე ეტყობა. ბავშვის საცხოვრებელი სახლი და ბაღი ერთმანეთის გვერდით არის. ოჯახის თქმით, მათ მოზარდის განწირული ხმა გაიგეს, მალევე ბაღში გადავიდნენ და ატირებული ბავშვი დაინახეს. ის სახლში მაშინვე წამოიყვანეს, რა დროსაც დედამ მცირეწლოვანის სხეულზე ცემის კვალი შენიშნა.
წყარო: მთავარი არხი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, არასამთავრობოების წარმომადგენლები, რომლებმაც პოლიტიკური მოძრაობა ჩამოაყალიბეს, ახალი პოლიტიკური ფრონტის გაჩენის ილუზიის შექმნას ცდილობენ, სინამდვილეში, რომელიმე პოლიტიკურ დაჯგუფებაში გაერთიანდებიან