საფრანგეთში ისტორიის მასწავლებლის მკვლელობისთვის ექვსი მოზარდი გასამართლდება

პარიზში სასამართლო პროცესზე ექვსი მოზარდი წარსდგება, რომლებსაც ბრალი დანაშაულებრივ შეთქმულებაში მონაწილეობა ედებათ, რომელიც 2020 წელს, ისტორიის მასწავლებლის მკვლელობას უკავშირდება.
როგორც მედია წერს, 47 წლის მასწავლებელი, პარიზის გარეუბანში, საშუალო სკოლასთან ახლოს, 18 წლის აბდულახ ანზოროვმა მოკლა, რომელიც საფრანგეთში ექვსი წლის ასაკში ჩეჩენ მშობლებთან ერთად ჩავიდა.
ანზოროვი მოგვიანებით პოლიციამ შემთხვევის ადგილას დახვრიტა. მან კი მასწავლებელი მას შემდეგ მოკლა, რაც მან თავის კლასს აჩვენა მულტფილმები წინასწარმეტყველ მუჰამედის შესახებ სატირული ჟურნალიდან Charlie Hebdo.
ცნობილია, რომ მოზარდებს არასრულწლოვანთა სასამართლოში დახურულ კარს მიღმა, მედიის დასწრების
გარეშე გაასამართლებენ.
მოზარდები პეტის მკვლელობის დროს 14-დან 15 წლამდე ასაკის იყვნენ. ისინი ახლა საშუალო სკოლის მოსწავლეები არიან და შესაძლოა მათ 2,5 წლიანი პატიმრობა დაემუქროთ.
სასამართლო პროცესი 8 დეკემბრამდე გაგრძელდება.