ფინეთის პრემიერი: ფინეთი რუსეთიდან თავშესაფრის მეტი მაძიებლის ჩამოსვლას ელის

ფინეთი მოელის, რომ თავშესაფრის მეტი მაძიებელი ჩავა იქ რუსეთის საზღვრის გავლით და ქვეყანა აპირებს შემდგომი ზომების მიღებას მათი ნაკადის შესაჩერებლად მას შემდეგ, რაც ყველა შესასვლელ პუნქტს დაკეტავს, ერთის გარდა.
“სხვადასხვა წყაროების სადაზვერვო ინფორმაცია გვაცნობებს, რომ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც მოიწევენ”, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ.
Reuters-ის თანახმად, ნოემბერში, თავშესაფრის დაახლოებით 900 მაძიებელი, სხვათა შორის, ავღანეთიდან, კენიიდან, მაროკოდან, პაკისტანიდან, სომალიდან, სირიიდან და იემენიდან, შევიდა ფინეთში რუსეთიდან. ეს რიცხვი ბევრად მეტია ადრინდელთან შედარებით, როცა დღეში ერთზე ნაკლები ადამიანი შედიოდა.
ფინეთი რუსეთს ადანაშაულებს სასაზღვრო პროტოკოლის შეცვლაში და ამას ჰიბრიდულ თავდასხმას უწოდებს. მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო