მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი 6-თვიან მაქსიმუმზეა

ორშაბათს, 27 ნოემბერს ოქროს ფასმა უნციაზე 2000 დოლარს გადააჭარბა და 6-თვიან მაქსიმუმს მიაღწია.

ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე თბილისის დროით 16:00 საათზე ერთი უნცია ოქროს ღირებულება 2 014 დოლარს შეადგენს, რაც ყველაზე მაღალია მაისის შემდეგ.

რაც შეეხება ვერცხლს, ბირჟაზე ერთი უნცია 24,76 დოლარს შეადგენს, რაც აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

როგორც Financial Times-ი წერს, ძვირფასი ლითონის ღირებულების მუდმივი ზრდა გამოწვეულია დოლარის შესუსტებით ინვესტორების ნდობის გაზრდის გამო, რომ ფედერალურმა რეზერვმა დაასრულა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ციკლი.