ნატოს სამიტამდე პოლონეთი სთან უსაფრთხოების ხელშეკრულების დადებას გეგმავს

ოფიციალური ვარშავა თითქმის დარწმუნებულია, რომ კიევთან უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას ხელს მალე მოაწერს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებით, ეს ვაშინგტონში დაგეგმილ, ნატოს ივლისის სამიტამდე მოხდება. შეერთებული შტატების დედაქალაქში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი 9 ივლისს დაიწყება და 11 ივლისს დასრულდება.
განცხადება სთან ხელშეკრულების დადების თაობაზე პოლონეთის პრემიერმა 27 ივნისს გააკეთა. მისი თქმით, ნატოს სამიტამდე ის უკრაინის პრეზიდენტ სთან მოლაპარაკებას ვარშავაში გამართავს.
„თავდაცვის მინისტრთან ერთად, უნდა განვსაზღვროთ, თუ როგორ შევძლებთ უკრაინის დახმარების გაგრძელებას, მაგრამ ჩვენ პოლონეთის თავდაცვით შესაძლებლობათა დასუსტების უფლება არ გვაქვს“, – განუცხადა ტუსკმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, “არსებობს 99%-იანი შანსი იმისა, რომ ჩვენ ამ შეთანხმებას პრეზიდენტ ზელენსკისთან ხელს [სამიტამდე] მოვაწერთ”.
ტუსკმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელშეკრულების ტექსტი პრაქტიკულად “დასრულებულია”. მისი თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე დეტალია დასაზუსტებელი და ამისთვის შესაბამისი თუ მართებული სიტყვებია შესარჩევი.
უკრაინასთან მსგავსი უსაფრთხოების ხელშეკრულება უკვე გააფორმა ევროკავშირის ორმა ქვეყანამ. ლიეტუვასთან და ესტონეთთან შეთანხმებას ხელი პრეზიდენტმა მ ხუთშაბათს, 27 ივნისს, ბრიუსელში გამართულ სამიტზე მოაწერა.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – შეფასებებს განა იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ ვინმეს მტრობა განვიზრახეთ, არამედ იმიტომ, რომ ბევრს არ ვეთანხმებით, მაგალითად იმას, რომ არჩევნები გაყალბდა – ნუ გვთხოვთ, რომელიღაც მხარეს დავდგეთ, გარწმუნებთ, წაგებული დარჩებით