ილონ მასკი ისრაელში ჩავიდა მას მერე რაც ანტისემიტიზმში დასდეს ბრალი

სოციალური ქსელის, X-ის მფლობელი, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, ისრაელში ჩავიდა.
ის შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და ეწვია ღაზის სექტორის მოსაზღვრე არეალს, კიბუც კფარ-აზას, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა 7 ოქტომბერს აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასის“ მხრიდან.
სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანან ნეთანიაჰუ და მასკი ჯავშანჟილეტებით და ათვალიერებენ თავდასხმის არეალს. მასკი გაესაუბრა ასევე მძევლების ნათესავებს.
„ნამოქმედარი უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვა“- დაწერა მასკმა X-ში.
მასკს ასევე დაგეგმილი ჰქონდა ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან და სამხედრო კაბინეტის მეთაურთან, ბენი განცთან შეხვედრა.
Bloomberg-ის ცნობით, მასკი ისრაელის მთავრობას მოელაპარაკება სამხედროების მიერ კოსმოსური კავშირის ქსელის Starlink-ის გამოყენების შესახებ. მილიარდერმა ოქტომბერში განაცხადა, რომ თანამგზავრს შესთავაზებდა ორგანიზაციებს, რომლებიც დახმარებას უწევენ ღაზის სექტორში მყოფთ. ამას ისრაელის მოხელეებისგან კრიტიკა მოჰყვა.
ისრაელში მასკის სტუმრობა მოჰყვა მისთვის ანტისემიტიზმის დაბრალებას. ბრალდების მიზეზი იყო X-ის მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ტექსტი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ებრაული საზოგადოებრიობა „თეთრი ადამიანების“ მიმართ იმავე ტიპის სიძულვილს აღვივებს, როგორიც მას სურს, რომ მის მიმართ შეწყდეს. ამ მოსაზრებას მასკი დაეთანხმა. ამის შემდეგ მასკთან თანამშრომლობა შეწყვიტეს რეკლამის მომწოდებელმა ისეთმა კომპანიებმა, როგორიც არიან Apple-ი Walt Disney, IBM-ი, Sony Pictures-ი და სხვები. საპასუხოდ მასკმა განაცხადა, რომ X -ის გზით მიღებული შემოსავლის ნაწილს გააგზავნის ჰუმანიტარული დახმარების სახით ისრაელსა და ღაზაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…