ბაიდენ-ტრამპის დებატების მთავარი აქცენტები

ხუთშაბათს, 27 ივნისს, ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატთა პირველი დებატები ატლანტაში, ტელეკომპანია “სი-ენ-ენის” (CNN) ორგანიზებით ჩატარდა. დემოკრატი პრეზიდენტი და ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი ერთმანეთს რამდენიმე საკვანძო საკითხზე დაუპირისპირდნენ.
დებატები ერთგვარი კონტრასტების საღამო იყო ორ კანდიდატს შორის, რომლებიც ცოტა რამეზე თანხმდებიან და ბევრ საკითხზე უთანხმოება აქვთ. უთანხმოებათა ძირითადი პუნქტები მოიცავდა ამერიკის ეკონომიკას, რეპროდუქციულ უფლებებს, საგარეო პოლიტიკას, თუ დემოკრატიისთვის შექმნილ საფრთხეებს.
ინფლაცია
კანდიდატებისთის დასმული პირველი შეკითხვა ინფლაციას ეხებოდა, რომელიც, ჟურნალისტის თქმით, ახლა ბევრი ამერიკელი ამომრჩევლის მთავარი საზრუნავია.
ბაიდენმა ამ პრობლემაში ტრამპი დაადანაშაულა და თქვა, რომ მან მემკვიდრეობით მიიღო წარუმატებელი ეკონომიკა მისი წინამორბედისგან. ”რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა, იყო ის, რომ ყველაფერი ისევ თავიდან დაგვეწყო”, – თქვა ბაიდენმა. ბაიდენმა აღიარა, რომ ბევრი ამერიკელი ზარალდება მაღალი ფასების გამო.
„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ინფლაციის შესამცირებლად და ხალხისთვის შვების მისაცემად“, – თქვა ბაიდენმა დასკვნით განცხადებაში.
ტრამპმა თავის ეკონომიკურ მიღწევებზე და COVID-19-ის პანდემიის მართვაზე ისაუბრა. თუმცა, ეკონომიკაზე კვლევა მიუთითებს, რომ მართალია ტრამპმა 2017 წელს ხელი მოაწერა გადასახადების მკვეთრ შემცირებას, რამაც გამოიწვია გარკვეული ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ის ახლოსაც არ იყო იმ მაჩვენებელთან, რასაც ტრამპი მოსახლეობას დაჰპირდა.
მაისში, “გალაპის” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დაახლოებით 10 ამერიკელიდან 3-მა განაცხადა, რომ ეკონომიკაა მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.
აბორტი
რეპროდუქციული უფლებებიც ასევე ტელედებატების დასაწყისში განიხილეს. ტრამპმა თქვა, რომ არ დაბლოკავს აბორტის აბებზე წვდომას მოსახლეობისთვის.
ტრამპმა, თავისი პრეზიდენტობის პერიოდში, სამი კონსერვატორი მოსამართლე დანიშნა უზენაეს სასამართლოში, რომლებმაც 2022 წელს, ხმას მისცეს ქვეყანაში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებას. ამ გადაწყვეტილებამ შანსი მისცა შტატებს, დაეწესებინათ შემაკავებელი წესები აბორტზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
თუმცა, ტრამპმა განაცხადა დებატების დროს, რომ ის არ შეეწინააღმდეგება აბორტს გაუპატიურების, ინცესტის ან იმ შემთხვევაში, თუ დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ტრამპმა ასევე გააკეთა ცრუ განცხადებები გვიან ფაზაზე აბორტთან დაკავშირებით.
ამასობაში ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ძლიერი მხარდაჭერა ქალთა რეპროდუქციული უფლებებისადმი და თქვა, რომ არჩევის შემთხვევაში მათ უფლებებს აღადგენს. ბაიდენმა ასევე თქვა, რომ ის ეწინააღმდეგებოდა ორსულობის გვიან ფაზაზე აბორტს.
რუსეთ-უკრაინის ომი
რუსეთმა ში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის თებერვალში, ბაიდენის გაპრეზიდენტებიდან, დაახლოებით ორი წლის შემდეგ დაიწყო.
დებატების დროს, ბაიდენი და ტრამპი შეთანხმდნენ იმაზე, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ს პრეზიდენტის ს მიერ გაცხადებულ პირობებს ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ტრამპმა თქვა, რომ ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ომი საერთოდ არც დაიწყებოდა. მან ასევე გააკრიტიკა ბაიდენს ადმინისტრაცია იმის გამო, თუ რამხელა დახმარება გაუწია შეერთებულმა შტატებმა კიევს.
ბაიდენმა თქვა, რომ ტრამპი შეერთებულ შტატებს ნატოდან გამოიყვანს და ამით ომის გაფართოების რისკს შექმნის. ხოლო რუსეთის პრეზიდენტზე ბაიდენმა თქვა: „ფაქტია, რომ პუტინი ომის დამნაშავეა“.
ისრაელ-“ჰამასის” ომი
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ბაიდენი და ტრამპი ერთმანეთს დაუპირსიპირდნენ, ისრაელ-“ჰამასის” ომი იყო.
ტრამპმა გააკრიტიკა ბაიდენი და ის, თუ როგორ უმკლავდება პრეზიდენტი ომს ისრაელსა და “ჰამასს” შორის. ტრამპმა თქვა, რომ ბაიდენი “პალესტინელს დაემსგავსა” მისი მოთხოვნის გამო, რომ ისრაელმა მეტი გააკეთოს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
ტრამპმა ასევე გააკრიტიკა ს პრემიერ-მინისტრი .
ბაიდენმა უარყო კრიტიკა იმის თაობაზე, რომ მისმა ადმინისტრაციამ ისრაელს იარაღის გარკვეული რაოდენობის მიწოდება შეუჩერა. „ჩვენ ვაძლევთ ისრაელს ყველა იმ შეიარაღებას, რაც მათ სჭირდებათ“, – თქვა მან. მოქმედმა პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა თავის სამნაწილიან წინადადებაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელსა და “ჰამასს” შორის და დაადანაშაულა “ჰამასი” იმაში, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერ მიღწეული არაა.
ტრამპმა კიდევ თქვა, რომ “ისრაელი ერთადერთია. თქვენ უნდა მისცეთ მათ საშუალება დაწყებული საქმე დაამთავრონ”. ბაიდენის პასუხი ამ წინადადებაზე იყო ის, რომ არასდროს მოუსმენია “მსგავსი სისულელე”.
ღაზაში ომი გასულ ოქტომბერს ისრაელმა “ჰამასის” მიერ, 7 ოქტომბერს განხრციელებული თავდასხმის საპასუხოდ დაიწყო. “ჰამასის” ისრაელზე თავდასხმამ 1,200 ისრაელელის სიცოცხლე იმსხვერპლა, ასევე გაიტაცეს 250-ზე მეტი ადამიანი, რომელთა ნაწილი კვლავ “ჰამასის” მძევლად რჩება.
ისრაელის საპასუხო ომმა კი ღაზაში 37,700-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათი უმეტესობა სამოქალაქო მოსახლეობა, ქალები და ბავშვები არიან. ინფორმაციას ამის შესახებ ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს, რომელსაც “ჰამასი” აკონტროლებს.
საფრთხე დემოკრატიისთვის
ბაიდენის კამპანიის ცენტრალური კომპონენტი და მისი საუბრის პუნქტები დებატების დროს, იყო მცდელობა, წარმოედგინა ტრამპი, როგორც საფრთხე ამერიკული დემოკრატიისთვის.
მაისში ტრამპი დამნაშავედ ცნეს ბრალდების 34 პუნქტით, რაც მას ამერიკის ისტორიაში პირველ ბრალდებულ საპრეზიდენტო კანდიდატად აქცევს, რომელიც ორიდან ერთი მთავარი პარტიის წარმომადგენელია.
„ერთადერთი ადამიანი სცენაზე, რომელიც არის ნასამართლევი დამნაშავე, არის ადამიანი, რომელსაც მე ვუყურებ“, – თქვა ბაიდენმა დებატების დროს. ”თქვენ ქუჩის კატის მორალი გაქვთ”, – უთხრა ბაიდენმა ტრამპს მოგვიანებით.
ტრამპმა გაიმეორა თავისი ცრუ პრეტენზიები 2020 წლის არჩევნებში ჩარევის შესახებ და ცდილობდა მინიმუმზე დაეყვანა 2021 წელს, კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის სიმძიმე.
მოდერატორის შეკითხვაზე 2024 წლის არჩევნების შედეგების აღიარების შესახებ, ტრამპმა თქვა, რომ მიიღებს არჩევნების შედეგებს, თუკი ის სამართლიანად ჩატარდება. აქამდე რესპუბლიკელი კანდიდატი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ დემოკრატები მოიტყუებიან არჩევნებში და აცხადებდა, რომ ნებისმიერი არჩევნები, რომელშიც ის არ გაიმარჯვებს, სავარაუდოდ, გაყალბებული იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ