საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი 17 ვაკანტურ თანამდებობაზეა გამოცხადებული.
აღნიშნულ ვაკანსიებზე განცხადებები 2024 წლის 1 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით ელექტრონული ფორმით მიიღება, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზეა განთავსებული.
„რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ მოსამართლის შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:
„ ა) ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე – 1 საშტატო ერთეული; ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლე – 1 საშტატო ერთეული;
გ) ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე – 1 საშტატო ერთეული;
დ) გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე – 1 საშტატო ერთეული: ე) ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე – 1 საშტატო ერთეული;
ვ) ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე – 1 საშტატო ერთეული;
ზ) თელავის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ახმეტის
მუნიციპალიტეტში – 1 საშტატო ერთეული; თ) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე – 1 საშტატო ერთეული;
ი) სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე – 1 საშტატო ერთეული;
კ) საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჭიათურის მუნიციპალიტეტში – 1 საშტატო ერთეული; ლ) სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე – 1 საშტატო ერთეული;
მ) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე – 1 საშტატო ერთეული:
6) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე – 2 საშტატო ერთეული; ო) ცაგერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე – 1 საშტატო ერთეული;
პ) ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე – 1 საშტატო ერთეული;
ჟ) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე შუახევის მუნიციპალიტეტში – 1 საშტატო ერთეული.
· რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლის 17 ვაკანსიაზე განცხადებები ელექტრონული ფორმით მიიღება 2024 წლის ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით.
· ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების შესახებ მიეწოდოს საზოგადოებრივ მაუწყებელს და ყველა ეროვნულ მაუწყებელს“, – წერია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებაში.