ჩვენ არ ვსაუბრობთ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე ახლა, ომის დროს, ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ნატო-ში გაწევრიანების მიწვევაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისლანდიაში, სკანდინავიური საბჭოს მთავრობის მეთაურებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინასა და მთელ ევროპას გეოპოლიტიკურ სიცხადეს მისცემს და უკრაინას რუსეთთან დიპლომატიაში გააძლიერებს, როცა დრო მოვა.
„უკრაინა იმსახურებს გულწრფელ პასუხს და გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ამ გამჭვირვალობას. გთხოვთ, ითანამშრომლოთ პარტნიორებთან ევროპის მასშტაბით, განსაკუთრებით ბერლინში, რათა ჩვენ ერთად მივაღწიოთ ამ გეოპოლიტიკურ სიცხადეს. როდესაც უკრაინა მიიღებს მიწვევას ნატო-ში, ეს გახდება ურღვევი თავდაცვითი კედელი რუსეთის იმპერიული ამბიციების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.