ინდოეთის დედაქალაქ დელიში ძლიერი წვიმების შედეგად აეროპორტის სახურავის საყრდენი ჩამოიშალა, რასაც, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა.
როგორც გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, აეროპორტის პირველ ტერმინალთან სახურავის ერთ-ერთი საყრდენი ჩამოიშალა და მის ქვეშ მდგომ რამდენიმე ავტომობილს დაეცა.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 05:00 საათზე მოხდა, დაზიანებული ტერმინალიდან კი ყველა ფრენა დროებით შეჩერდა.
ინდოეთის ფედერალური ავიაციის სამინისტროს ცნობით, ინციდენტის შედეგად დაღუპული ადამიანის ოჯახი 2 მილიონ რუპიას ($24 000) მიიღებს, დაშავებულები კი 300 000 რუპიას ($3 600) მიიღებენ.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის აეროპორტში არსებული მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება, ასევე, ადგილზე მიმდინარეობს სახურავის სხვა საყრდენების შემოწმება, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი ინციდენტები.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/07/screen-shot-1403-04-12-at-18.14.12_0.png-082WEM-300x158.jpeg)