მიტოვებული გელათი | მეოთხე ზამთარია, სამონასტრო კომპლექსი გადახურვის გარეშეა

მეოთხე ზამთარი გადახურვის გარეშე. გელათის უნიკალური ძეგლი, რომელიც თეა წულუკიანმა განადგურების პირას მიიყვანა, ისევ სავალალო მდგომარეობაშია. ვითარება მნიშვნელოვნად არც მას შემდეგ შეცვლილა, რაც გელათის გადარჩენის ვალდებულება საპატრიარქომ აიღო. სარეაბილიტაციო კომისიის წევრები მხოლოდ ახლა მსჯელობენ, რა გეგმით უნდა იმოქმედონ იმისათვის, რომ უნიკალური ფრესკები, რომლებიც ხელისუფლების დაუდევრობის გამო დიდი ალბათობით ვეღარ დაიბრუნებს პირვანდელ სახეს, ამ ზამთარს გადაურჩეს.