ბანკების 5 თვის წმინდა მოგება 1.2 მილიარდია – რეიტინგი

ბანკების 5 თვის წმინდა მოგება 1.2 მილიარდია – რეიტინგი
საბანკო სექტორმა 2024-ის 5 თვე 1.2 მლრდ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. მაისში სისტემამ 24%-იანი ზრდა აჩვენა. აპრილის მოგება ₾225 მლნ-მდეა, მაისის კი 279 მილიონს აღემატება.
ბაზარზე ოპერირებად 17 ბანკიდან (ახლად ლიცენზირებული ციფრული ბანკების: პეისერა, ჰეშ და პეივ ბანკის ჩათვლით) 12 მომგებიანი ბანკის ჯამური მაჩვენებელი 1.220 მლრდ ლარამდეა, რომლის 96% -6 ბანკის წილად მოდის.
5,65 მლნ ლარის კრებსითი მაჩვენებლიდან, რომელიც ზარალიან 5 ბანკზე ნაწილდება, 509 000 ლარი, სანქცირებული ვითიბი ბანკის 5 თვის წმინდა ზარალია. ₾ 2.75 მლნ. სილქ ბანკის და დანარჩენი, ციფრული ბანკების. ციფრული საბანკო სექტორი ჯერ სატესტო რეჟიმში ოპერირებს, არასრული საოპერაციო საქმიანობით.
წყარო: gbc.ge