„გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას! წინ უფრო მეტი ბრძოლა და კიდევ უფრო მეტი გამარჯვებაა!“ – ილია დარჩიაშვილი

„გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას! წინ უფრო მეტი ბრძოლა და კიდევ უფრო მეტი გამარჯვებაა!“ – ილია დარჩიაშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრების დამარცხებას სოციალური ქსელით ეხმაურება.
„კიდევ ერთი ბედნიერი დღე გათენდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი გადაიშალა საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში! საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და მერვედფინალშია!
უდიდესი მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს გამარჯვება რეალობად აქცია!
ეს არ არის მხოლოდ გამარჯვება, ეს არის თქვენი ფენომენალური შრომის, შეუდარებელი ოსტატობისა და თავგანწირვის აღიარება.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა დღეს არაერთხელ შეგვიკრა სუნთქვა, არაერთხელ გვაგრძნობინა ეროვნული სიამაყე და აღმაფრენა. გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას! წინ უფრო მეტი ბრძოლა და კიდევ უფრო მეტი გამარჯვებაა!“,- წერს ილია დარჩიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…