პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ 30 მაისს მიღებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონი თავდაპირველ ვერსიით მიიღო.
პარლამენტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 30 მაისს 80 ხმით მიიღო, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კი ვეტო 13 ივნისს დაადო.
მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტის მიხედვით, „საარჩევნო კოდექსს“ ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, თუ ცესკო-ს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკო-ს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკო-ს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ცესკო-ს ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში, ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკო-ს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
ცვლილებით ასევე განისაზღვრა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობამ ან/და შრომის ანაზღაურებამ არ შეიძლება, მის საზიანოდ გავლენა მოახდინოს მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე, მასზე სოციალური შეღავათის გავრცელებაზე ან/და მის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ან/და ასეთი პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…