„ვიშეგრადის ოთხეული“, გერმანია და ავსტრია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

„ვიშეგრადის ოთხეული“, გერმანია და ავსტრია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.
The Associated Press-ის ცნობით, „ვიშეგრადის ოთხეულის“ (პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ჩეხეთი) შინაგან საქმეთა მინისტრები, ასევე ავსტრია და გერმანია ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას გააძლიერებენ.
„ჩვენ ყველანი ერთსა და იმავე საემიგრაციო გზაზე ვიმყოფებით. ჩვენ საერთო საზღვრები გვაქვს და ევროკავშირის გარე საზღვარზე არსებული ვითარება გავლენას ყველა ჩვენგანზე ახდენს“, – განაცხადა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუშანიმ.
უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, შანდორ პინტერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საემიგრაციო პოლიტიკას კოლეგებთან მომავალ კვირას ბრიუსელში გასამართ შეხვედრაზე განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…