აბა რა, აბა რა, საქართველო იმარჯვებს და წერს ახალ ფურცელს ქართული ფეხბურთის ისტორიაში, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! ვულოცავ ყველას, ვისაც სჯერა, რომ შრომას, ბრძოლას, ძალისხმევას, ერთობას მივყავართ დიდ გამარჯვებამდე!
მადლობა ჩვენს ბიჭებს ამ ბედნიერი წუთებისთვის! მადლობა ქართველ გულშემატკივარს გამორჩეული ქომაგობისთვის! ჩვენ ვართ საქართველო!“ – წერს კახა კალაძე.
საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და მერვედფინალში გავიდა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/07/eleqtrosistema_w_h-GnbkA6-300x169.jpeg)