“კახა აბუაშვილი ხელოვანია… დაგეგმილი აქვს არაერთ პროგრამაში მონაწილეობა, ახალი წელი ახლოვდება… პატიმრობა ხელს შეუშლის”

“ხელოვანია… დაგეგმილი აქვს არაერთ პროგრამაში მონაწილეობა, ახალი წელი ახლოვდება… პატიმრობა ხელს შეუშლის”, – ამის შესახებ ქალზე ძალადობისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული მსახიობისა და მომღერლის, კაბუს ადვოკატმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა.
მისი თქმით, პატიმრობა კაბუს შემოქმედებით განვითარებას “დიდ საფრთხეს უქმნის”.

“კახა აბუაშვილი არ არის საზოგადოების რიგითი წევრი, ის ხელოვანია, დაგეგმილი აქვს არაერთ პროგრამაში მონაწილეობა, მოგეხსენებათ, ახალი წელი ახლოვდება. პატიმრობა ამას ხელს შეუშლის, ამიტომ ის უნდა გათავისუფლდეს… ეს ადამიანი აქტიური წევრია საზოგადოების. ეს მისი შემოქმედებისა და ცხოვრების ნაწილია და აი, ამ დაკავების გამო, ბუნებრივია, საკმაოდ დიდი საფრთხე ექმნება მის შემოქმედებით განვითარებას და ა.შ”- თქვა ადვოკატმა პროცესის მიმდინარეობისას.

როგორც ადვოკატი ამბობს, საქმეში მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებაა:

“ბრალის მადასტურებელი საქმეში არ არსებობდა. მას არანაირი ძალადობა და დანაშაული არ ჩაუდენია. რაც შეეხება მოსამართლის გადაწყვეტილებას, ბუნებრივია მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას 30 დღის განმავლობაში გადავიხდით თანხას და უზრუნველვყოფთ უძრავი ქონებით გირაოს გადახდას. პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობთ, რომ გარდა ერთი პირის განაცხადისა საქმეში სხვა ინფორმაცია არ არსებობს”, – ამბობს კაბუს ადვოკატი.

რაც შეეხება ბრალდებულ კაბუს, ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

შეგახსენებთ, რომ ქალზე ძალადობაში ბრალდებული კაბუ თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?