ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას

ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას
ბოლო დღეებში ყველა ფეხბურთით, ყველა სპორტით ცხოვრობს და დღევანდელი დღეც ამით იყო გამორჩეული. დღეს, ს გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, – ამის შესახებ მ დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, რაც დაფასებას იმსახურებს.
„ბოლო დღეებში, ყველა ფეხბურთით, ყველა სპორტით ცხოვრობს და დღევანდელი დღეც ამით იყო გამორჩეული. დღეს, ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, სახელმწიფოს ვალია დიასპორაზე ზრუნვა, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა და მათი საქართველოსთან კავშირის შენარჩუნება, დამყარება, სახელმწიფო მოქმედებს, სწორედ, ამ პასუხისმგებლობით. დღევანდელი დღეც არის ამის გამოხატულება, დღეს დაჯილდოვდა არა ერთი დიასპორის წარმომადგენელი იმ განსაკუთრებული დამსახურებისთვის, რომელიც მათ მიუძღვით ქვეყნის წინაშე. საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას,“- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების ავტორებს უილსონ-ზურაბიშვილი & Co პირველი “იაღლიში” მოუვიდათ, ჩვენი ხელისუფლების საერთაშორისო ბოიკოტირების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი რამშტაინის შეხვედრაზე იჯდა

რამშტაინის შეხვედრაზე აშშ-ს მოქმედი თავდაცვის მდივანი თავის კოლეგებს დაემშვიდობა – ეს მისი ამ რანგში უკანასკნელი მონაწილეობა იყო, ხოლო ირაკლი ჩიქოვანი – მიესალმა, ეს მისი ამ რანგში პირველი მონაწილეობა იყო