დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის მოლოდინები არ გამართლდება, ქვეყანა ივლის წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით – პრემიერი

დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის მოლოდინები არ გამართლდება, ქვეყანა ივლის წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან როგორი დაბრკოლებაც არ უნდა შეექმნას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, გაგრძელდება თანმიმდევრულად წინსვლა ამ მიმართულებით.
„ოპოზიციას ჰქონდა ჭარბი მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა დაზიანდებოდა ამ დღეების განმავლობაში, თუმცა დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ეს მოლოდინები არ გამართლდება. ქვეყანა ივლის წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით. როგორი დაბრკოლებაც არ უნდა შეექმნას საქართველოს ამ გზაზე ოპოზიციის მხრიდან, ჩვენ განვაგრძობთ თანმიმდევრულად წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია არის ერთ-ერთი ის რადიკალი, რომელიც ზიზღის ენით გამოირჩევა და აბულინგებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. TBC ბანკი ვალდებულია გააკეთოს განმარტება როგორ აღმოჩნდა ეს მოძალადე ქალი მის საფარ ქვეშ და უხდის თუ არა ფულს კოლაბორაციაში

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოიყენება იმისთვის, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ამ ორგანიზაციებიდან ფული „გამოიტანონ”, ისინი არასამთავრობოების მეშვეობით საკუთარ თავს უზარმაზარ თანხებს უხდიან – ეს გიგანტური თაღლითობაა – ილონ მასკი