უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე განაცხადა:
ევროკავშირმა დაამტკიცა მოლაპარაკების გახსნის ჩარჩო უკრაინასთან და მოლდოვასთან და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, ესაა ევროპის ისტორიული არჩევანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ევროპული ერი, რომელიც იზიარებს საერთო ევროპულ ღირებილებებს, უნდა იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი, ეს ასეა უკრაინისთვის, მოლდოვასთვის, ბალკანეთის ქვეყნებისთვის, საქართველოსთვის და დარწმუნებილი ვარ საქართველოს მომენტიც დადგება. მაისში პუტინმა სცადა ომის გაფართოება ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ახალი შეტევის წამოწყებით. ჩვენი ხალხის სიმამაცისა და თქვენი, ჩვენი პარტნიორების გადაწყვეტილებების წყალობით, ჩვენ შევაჩერეთ რუსეთის შეტევა. თუმცა რუსეთის ამ ახალმა შეტევამ დაადასტურა, რომ ომის დაწყებასთან დაკავშირებით რუსეთზე დაწესებული ზეწოლა არ არის საკმარისი და ახლა ჩვენ ვხდავთ, როგორ იწყება რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების მოხსნა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს და გავაძლიეროთ სანქციები, რადგან პუტინის რეჟიმი ეყრდნობა ასეთ ფინანსებს”.
უკრაინამ EU-სთან, ლიეტუვასა და ესტონეთთან უსაფრთხოების ხელშეკრულება გააფორმა.