რუსეთისთვის ვისკის უმსხვილესი მომწოდებლების ხუთეულში სომხეთმა ესპანეთი ჩაანაცვლა

სომხეთი რუსეთში ვისკის უმსხვილესი მომწოდებლების ხუთეულში შევიდა და ესპანეთი ჩაანაცვლა, რომელიც მესამედან მეშვიდე ადგილზე გადავიდა. ამის შესახებ რუსეთში ვისკის მომწოდებლების სტატისტიკაზე დაყრდნობით რია ნოვოსტი იუწყება. როგორც ალკოჰოლის ბაზრის ექსპერტების შეფასებით, სომხური ვისკი მაღალი ხარისხით არ გამოირჩევა, თუმცა მომხმარებლების დაბალი ფასით ხიბლავს.
რუსული მედიის ცნობით, წლის დასაწყისიდან სომხეთიდან იმპორტმა 5,6 მილიონი დოლარი შეადგინა. ესპანეთიდან იმპორტმა კი 3,7 მილიონი დოლარი. პირველ ადგილს კვლავ ლატვია იკავებს, რომლის იმპორტის წილი 190,5 მილიონ დოლარს აღემატება, რაც ექვსჯერ მეტია წინა წელთან შედარებით. მეორე ადგილზე მყოფმა ლეიტუვამ ასევე გაზარდა მიწოდების მოცულობა, რომელმაც შარშანდელთან შედარებით ცხრაჯერ მეტი ვისკი გაგზავნა – თითქმის 29 მილიონი დოლარის. უმსხვილესი მომწოდებლების ხუთეულში არიან დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა გაზარდა ვისკის მიწოდების მოცულობა რუსეთში და შეიძლება მოხვდეს უმსხვილესი მომწოდებლების ათეულში ისეთი ბრენდებით, როგორიცაა Galeway Label და Royal Glenvart. იანვარ-ოქტომბერში ძლიერი ალკოჰოლის იმპორტი ჩინეთიდან ყოველწლიურად ათჯერ გაიზარდა.
მიმდინარე წლის ცხრა თვეში რუსეთში 262,5 მილიონი დოლარის ვისკი შევიდა, რაც შარშანდელზე ოთხჯერ მეტია.