მეზობელი მოკლა და შემდეგ მამის საფლავზე თავი მოიკლა – რა მოხდა ოზურგეთში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუში მეზობელმა მეზობელი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც “მთავარს” სოფელ გაღმა დვაბზუს მაცხოვრებლები უყვებიან, 40 წლის პირმა, რომელიც დედაქალაქიდან იყო ჩამოსული გურიაში, მეზობელი, ასევე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ სასაფლაოზე, მამის საფლავზე თავი მოიკლა.
ამ წუთებში სასაფლაოზე პოლიცია იმყოფება და ჟურნალისტებს ადგილზე არ უშვებენ. მოკლული კი ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი.
-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა,შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა