ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი – ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დადებული ზავის კიდევ ორი დღით გაგრძელების შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს ვართ

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დადებული ზავის კიდევ ორი დღით გაგრძელების შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს ვართ, – ამის შესახებ ინფორმაციას ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, დიაა რაშვანი ავრცელებს.
ეგვიპტის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ცნობით, ეგვიპტე და კატარი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დადებული ზავის კიდევ ორი დღით გაგრძელების შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან.
რაშვანმა აღნიშნა, რომ ზავის ორი დღით გახანგრძლივება 20 მძევლისა და 60 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას გულისხმობს.
რაშვანმა განაცხადა, რომ დღეს მოსალოდნელია 11 მძევლის გათავისუფლება, ხოლო 33 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…