დავით უსუფაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ ურთიერთობების გაფუჭება ყველგან მოახერხა, ეს ცუდია – კარგი ისაა, რომ ეს დროებითი ჩავარდნაა, იმიტომ, რომ ოქტომბრის არჩევნებში ქართველი ხალხი თავის სიტყვას იტყვის

„ქართულმა ოცნებამ“ ურთიერთობების გაფუჭება ყველგან მოახერხა, ეს ცუდია. კარგი ისაა, რომ ეს დროებითი ჩავარდნაა იმიტომ, რომ ოქტომბრის არჩევნებში ქართველი ხალხი თავის სიტყვას იტყვის, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა, -ს სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი განცხადებით, მმართველმა პარტიამ ქვეყანას და საქართველოს მოქალაქეებს ბევრი პრობლემა შეუქმნა.
„ქართულმა ოცნებამ“ ურთიერთობების გაფუჭება ყველგან მოახერხა, ეს ცუდია. კარგი ისაა, რომ ეს დროებითი ჩავარდნაა, იმიტომ რომ ოქტომბრის არჩევნებში ქართველი ხალხი თავის სიტყვას იტყვის. ამის შემდეგ კი გაფუჭებული და დაპაუზებული ურთიერთობები სწრაფადვე აღდგება. ყველაფერს პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ და უნდა დავინახოთ, რომ აღარ დგას ის საკითხი თუ ვინ უმცირესობაში და ვინ უმრავლესობაში იქნება. მომავალ არჩევნებში შემდეგი საკითხი დგას – საქართველო გააგრძელებს დამოუკიდებელ, თავისუფალ ქვეყნად არსებობას და შეუერთდება ინსტიტუციურად, საერთაშორისო დონეზე ყველაზე სასურველ გაერთიანებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, თავისუფლებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, თუ „ქართული ოცნება“ დარჩება იმ ტრაექტორიით, რომელსაც დღეს ადგას. ამიტომ, თუ ეს გვესმის უნდა გავიაზროთ და გადავთარგმნოთ ეს საარჩევნო აქტიურობაში.
სანქციები ქვეყანას მოკლევადიან პერსპექტივაში დააზარალებს. „ქართული ოცნება“ ქვეყნის დაზარალებას ახერხებს. ს შედეგები იქნება ის შემოტრიალების მომენტი, როდესაც ამ ჩამორჩენას დავძლევთ. ის, რაც პოლიტიკურ შეფასებებში ისმის, ეს ითარგმნება შემცირებულ ინვესტიციებში, შემცირებული ინვესტიციები – ნაკლებ სამუშაო ადგილებში. ვიზალიბერალიზაცია, რომელიც დიდი მონაპოვარია ჩვენი ქვეყნის, თუ ეს შეიზღუდება ეს იქნება დარტყმა უამრავი ოჯახისთვის. ეს პრობლემები ქვეყანას და ქართველ ხალხს უკვე შეუქმნა მმართველმა პარტიამ, მაგრამ ეს მოკლევადიანია, არჩევნებამდე, არჩევნებში უნდა გავიმარჯოთ! – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – კიდევ ერთი დასტური მივიღეთ, რომ საქართველოში სახელმწიფო წაშალა „ქართულმა ოცნებამ“ – პრემიერს შეუძლია რაღაც დაავალოს ერთი შეხედვით დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის ხელმძღვანელს