პარლამენტმა “საზმაუს” სამეურვეო საბჭოს სამი წევრი აირჩია

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე სამი წევრი აირჩია.
“ოცნების” დეპუტატებმა იზაბელა ოსიპოვას, სოსო სტურუასა და გიორგი იაკობაშვილის კანდიდატურები დაამტკიცეს.
იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურა სახალხო დამცველის კვოტით იყო წარდგენილი, სოსო სტურუა აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით, ხოლო გიორგი იაკობაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსი 20 მაისს გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – კიდევ ერთი დასტური მივიღეთ, რომ საქართველოში სახელმწიფო წაშალა „ქართულმა ოცნებამ“ – პრემიერს შეუძლია რაღაც დაავალოს ერთი შეხედვით დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის ხელმძღვანელს