შალვა პაპუაშვილმა შვედეთის ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში შვედეთის ახლად დანიშნულ ელჩ ანა ლიბერგთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და შვედეთს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას. შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა შვედეთში განხორციელებულ წარმატებულ ოფიციალურ ვიზიტზე.
„შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა შვედეთის მიმართ საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერისა და, ასევე, ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია ამ კუთხით პარლამენტის გეგმებსა და მოლოდინებზე. ასევე, მან მიმოიხილა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საკითხი და სიახლეები, რომლებიც არჩევნების დროს იქნება დანერგილი.
ელჩმა აღნიშნა, რომ შვედეთი მზადაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაუჭიროს მხარი.
შალვა პაპუაშვილმა ელჩს წარმატება უსურვა მის საქმიანობაში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…