ყირიმსა და რუსეთის შავი ზღვის სანაპიროს შტორმი უტევს

შავი ზღვის სანაპიროებზე უამინდობა გრძელდება. ძლიერმა შტორმმა რუსეთისა და ყირიმის სანაპიროებზე ასობით ადამიანის ევაკუაცია გახადა აუცილებელი. დაიღუპა სამი ადამიანი.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასი” იუწყება, რომ ერთი მოქალაქე კურორტ სოჭში, ერთი ყირიმის ნახევარკუნძულზე, ერთი კი ქერჩის სრუტეში გაჩერებული გემის ბორტზე დაიღუპა. შტორმი შავ ზღვაში პარასკევიდან მძვინვარებს.
ონლაინ გამოქვეყნებული ერთ-ერთი ივდეო აჩვენებს, რომ სოჭში ძლიერმა ტალღებმა სანაპიროზე დაწესებულებები დატბორა, წაიღო მანქანები.
საოკუპაციო ძალების ხელმძღვანელობამ ყირიმსა და სევასტოპოლში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რუსეთის სამაშველო სამსახურმა კი თქვა, რომ 350 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, რომ უამინდობამ 1,9 მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა და მათ ნაწილს შუქი ორშაბათსაც არ მიეწოდება, მათ შორის, დაღესტნის, კრასნოდარისა და როსტოვის რეგიონებში. ასევე ყირიმში და ზოგიერთ სხვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
უამინდობის გამო შეჩერდა საქმიანობა რუსულ ნოვოროსიისკის პორტშიც. იქ კასპიის მილსადენის კონსორციუმმა და რუსულმა სახელმწიფო კომპანია “ტრანსნეფტმა” განაცხადეს, რომ დროებით ფუნქციონირება შეაჩერეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…