ქართული ზღაპარი – საერთაშორისო მედიის გამოხმაურებები საქართველოს გამარჯვებაზე

საქართველოს ნაკრებმა ისტორია დაწერა, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო თამი პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხეს და პლეიოფში გავიდნენ. მერვედფინალში საქართველო ევროპის სამგზის ჩემპიონს, ესპანეთს დაუპირისპირდება.
სა და გიორგი მიქაუტაძის გატანილი გოლებით მიღწეულმა სენსაციურმა გამარჯვებამ საერთაშორისო მედია აალაპარაკა:
EURO 2024: ისტორიის შემქმნელები – საქართველო პლეიოფშია
BBC – “საუკეთესო დღე მათ ცხოვრებაში” – საქართველომ პორტუგალია გათიშა
Reuters: ახალწვეულმა საქართველომ პორტუგალია გააოცა
CNN Sport: დასამახსოვრებელი ღამე – საქართველოს სენსაციური გამარჯვება
Fox Soccer: ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე დიდი მოულოდნელობა
ESPN FC: ისტორიაში პირველად – საქართველო პლეიოფშია
Der Spiegel: ქართული ზღაპარი
beIN SPORTS: საქართველო თუ ესპანეთი? ვის უგულშემატკივრებს ილია თოფურია?
Eurosport: დებიუტანტებმა ევრო 2024-ის ყველაზე დიდი შოკი გამოიწვიეს
Goal: გაცოფებული რონალდუ “კვარადონამ” დაჩრდილა – პორტუგალია შეძრწუნებულია
The Athletic: ევრო 2024-ის ყველაზე დიდი შოკი – რონალდუს იმედგაცრუება, საუცხოო კვარაცხელია
საქართველოსა და ესპანეთს შორის მერვედფინალური მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ