კაბუს 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობ და რეპერ კაბუს, იგივე კაბა აბუაშვილს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
სახელმწიფო ბრალდებამ მას სისხლის სამართლის 3 მუხლით წარუდგინა ბრალი – ძალადობა, მუქარა და ნარკოტიკების უკანონო შენახვა-შეძენა.
გამოძიების ვერსიით, 25 ნოემბერს, კაბუმ ავტომანქანით გადაადგილებისას, მასთან მყოფ ქალს ფეხში დანის ტარი ჩაარტყა, ასევე, რამდენჯერმე გაარტყა ხელი. პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჯანმრთელობის დაზიანებითა და დასახიჩრებით ემუქრებოდა ქალს, ასევე გახსნილი დანა ორჯერ მოუქნია დასარტყამად.
უწყების ცნობით, შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე მოხდა. -ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარედ, ქალმა პოლიციის მანქანა დაინახა, კარი გააღო და პოლიციას დასახმარებლად დაუძახა. პოლიცია მათ მანქანას აედევნა და კაბუ ადგილზე დააკავეს.
მანქანის ჩხრეკისას პოლიციამ კაბუს მანქანაში ნარკოტიკები აღმოაჩინა — ორ ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული 1,28 გრამ ალფა-პვპ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: მხოლოდ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს