წაქცეული ხეები და დატბორილი სახლები | ანაკლიაში შტორმია

სტიქია ანაკლიაში – სანაპირო ზოლზე ძლიერი შტორმია, უხვი ნალექის გამო ადიდებული ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა. მდინარე არხში ვერ გაედინება და სახლებს ტბორავს. ხალხი შველას ითხოვს, მოსახლეობა სტიქიას საკუთარი ძალებით ებრძვის. მათი თქმით, შტორმმა დააზიანა ეზოები, სახლებში კი ქვიშა გადაიტანა.
“არავინ მოსულა, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს… ცოცხლები ხართ, მკვდრები ხართ, ხომ უნდა გვნახონ თუ როგორ ვართ. მანქანა გაგვიფუჭდა ხეები დაეცა”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შეგახსენებთ, რომ ბათუმსა და ქობულეთში შტორმია. წყალმა დააზიანა ბულვარის ინფრასტრუქტურა. სკამები, ჯიხურები. ახალი ბულვარის ნაწილი დაიტბორა, სასეირნო ზოლი და ველობილიკი ქვიშით და ქვებითაა დაფარული.

ავტორი: ემა გოგოხია