2024 წლის 5 თვეში საქართველოში $2.7 მლნ-ის 471 ტონა ნაყინი (ნაყინი და საკვები ყინულის სხვა სახეობები, კაკაოს შემცველობით ან მის გარეშე) შემოვიდა. მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია. მას მოსდევს უკრაინა, საფრანგეთი, პოლონეთი, სომხეთი, რუსეთი, ლიეტუვა გაერთიანებული სამეფო, ბელარუსი, ლატვია გერმანია, ესპანეთი, ისრაელი.
TOP 5 იმპორტიორი ქვეყნიდან შემოტანილი ნაყინის რაოდენობა დოლარში შემდეგნაირად გამოიყურება:
თურქეთი – $874 00-ის 153 ტონა ნაყინი;
უკრაინა – $647 000-ის 152 ტონა;
საფრანგეთი – $235 000-ის 27 ტონა;
პოლონეთ – $194 000-ის 11 ტონა;
სომხეთი – $170 000-ის 52 ტონა.
რაც შეეხება ბოლო 3 წლის მონაცემებს, ნაყინის იმპორტი თითქმის 40%-ით გაიზარდა. მთავარი იმპორტიორი წლების მანძილზე, კვლავ თურქეთია.
იმპორტირებული ნაყინის რაოდენობა წლების მიხედვით ასე გამოიყურება:
2021 წელს – $ 968 550-ის ღირებულების 759.50 ტონა;
2022 წელს $4 212 100-ის ღირებულების 897.80 ტონა;
2023 წელს – $5 396 900-ის ღირებულების 1 051.89 ტონა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2023/11/shuqi_w_h-RMOx9x-300x169.jpeg)