,, თუ რამე არის ახალი თაობის ქართველი პოლიტიკოსი, ეს არის თინა ბოკუჩავა” – სააკაშვილი

სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას თინა ბოკუჩავაზე ისაუბრა:
,,მინდა, მივესალმო თინა ბოკუჩავას, რომელიც ამ პროცესს ესწრება. ის ნაციონალური მოძრაობის პირველი ქალი თავმჯდომარეა. თინა ძალიან მაგარი ქართველი პოლიტიკოსია. თუ რამე არის ახალი თაობის ქართველი პოლიტიკოსი, ეს არის თინა ბოკუჩავა. ის ხელისუფლებაში არ ყოფილა და ყოველთვის ოპოზიციაში იყო. პოლიტიკაში საერთაშორისო ორგანიზაციიდან, ამერიკული NDI-დან მოვიდა.
თინას თანამებრძოლობით ძალიან ვამაყობ. არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ ამ დონის განათლებით ქართველი პოლიტიკოსი, ჩემი ჩათვლით, მე არ მეგულება. მას წარმოუდგენლად მაღალი დონის განათლება აქვს მიღებული. დარწმუნებული ვარ, ის ერთობისთვის ნაბიჯებს გადადგამს.“

ასევე დაგაინტერესებთ

გოჩა მირცხულავა: მიშას კომპლექსი… ალბათ უფრო სწორია ვთქვა – მიშათი დაკომპლექსებულები. ვინ არიან ისინი? პერსონიფიცირებას აზრი არ აქვს – მთლიანად ქართულ პოლოტიკურ სპექტრს აქვს მიშას კომპლექსი – განსაკუთრებით მისგან “ნაჩეკ” ლიდერებს