ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე მოკავშირეებმა ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე აირჩიეს

ოთხშაბათს, 26 ივნისს, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ, ალიანსის უმაღლესმა პოლიტიკურმა ორგანომ, ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე დაამტკიცა ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე. ამ პოსტზე იგი შეცვლის 72 წლის იენს სტოლტენბერგს, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობა 2014 წლიდან ეკავა.
ბოლო ქვეყნები, რომელთა მხარდაჭერაც სჭირდებოდა რუტეს, იყვნენ და უნგრეთი. მათ მისი კანდიდატურა სამშაბათს, 18 ივნისს, დაამტკიცეს. რუტეს კონკურენტად განიხილებოდა რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, რომელმაც 19 ივნისს მოხსნა თავისი კანდიდატურა.
როგორც ნატოს ვებგვერდი იუწყება, მარკ რუტე გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას 2024 წლის 1 ოქტომბრიდან, იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, შეუდგება.
მისი მთავარი ამოცანა იქნება სამხედრო ალიანსის ყველა ქვეყნის თავდაცვის ხარჯების გაზრდა მშპ-ს 2%-მდე. როგორც გამოცემა Politico განმარტავს, თავად ნიდერლანდმა ამ მიზანს მხოლოდ წელს მიაღწია, თუმცა დაპირება 10 წლის წინ გაკეთდა.

ნატოს შეფასებით, ორგანიზაციის 32 ქვეყნიდან მხოლოდ 23-მა მიაღწია სამხედრო ხარჯების სამიზნე მაჩვენებელს.
ალიანსის ახალი გენერალური მდივნის ოფიციალური დანიშვნა, სავარაუდოდ, ივლისში გაიმართება ვაშინგტონში, ორგანიზაციის სამიტზე. რუტეს უფლებამოსილების ვადა ხუთი წელი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!