გია ცაგარეიშვილს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, გია ცაგარეიშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.
ცაგარეიშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით, საკითხს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გია ცაგარეიშვილს მადლობა გადაუხადა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ცნობისთვის, გია ცაგარეიშვილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 20 ივნისს დაინიშნა. ის 2022 წლიდან დღემდე, საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.

ასევე დაგაინტერესებთ