დავით მათიკაშვილი თინა ბოკუჩავას – თქვენივე ჯანმრთელობისთვის კარგი იქნება, ამხელა სიძულვილში რაიმე არ დაგემართოთ – ყველა თქვენი გამონათქვამი, სიტყვა სიძულვილით არის გაჯერებული – არ ვიცი, ამხელა სიძულვილს როგორ იტანთ!

ქალბატონო თინა, თქვენივე ჯანმრთელობისთვის კარგი იქნება, ამხელა სიძულვილში რაიმე არ დაგემართოთ – ყველა თქვენი გამონათქვამი, სიტყვა სიძულვილით არის გაჯერებული – არ ვიცი, ამხელა სიძულვილს როგორ იტანთ! – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
მათიკაშვილის რეპლიკა „პროკურატურის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ბოკუჩავას შეფასებას მოჰყვა. კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ პროკურატურის პრაქტიკანტებს უმაღლესი იურიდიული განათლების ქონა არ მოეთხოვებათ.
„ივანიშვილის ადვოკატი გენპროკურორი იყო – არც მას ჰქონდა უმაღლესი იურიდიული განათლება და პარლამენტში რაღაც ნაყიდი დიპლომით მოვიდა. მესმის, რომ დიპლომის არქონა ცოტა მტკივნეული საკითხია, მაგრამ რატომ მიგაჩნიათ მიზანშეწონილად, რომ ადამიანებს უმაღლესი განათლების დიპლომი არ ჰქონდეთ? პრაქტიკანტების მთელი არსი ხომ ის არის, რომ შემდეგ სისტემაში დარჩენის შესაძლებლობა ჰქონდეთ“, – განაცხადა ბოკუჩავამ ბიუროს სხდომაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?