ლარი გაუფასურდა – ვალუტის ახალი კურსი

ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა.
ამავე ცნობით, 1 დოლარის ღირებულება 2.8357 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8031 ლარი იყო.
შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0326 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0410 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0069 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0341 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…