90 უკრაინელი რუსეთის ტყვეობიდან გაათავისუფლეს

90 უკრაინელი ჯარისკაცი რუსეთის ტყვეობიდან უკრაინაში დაბრუნდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„სახლი მხოლოდ სიტყვები არ არის. სახლი – უკრაინაა. დღეს კიდევ 90 ჩვენიანი დაბრუნდა სახლში“, – წერს ზელენსკი და აღნიშნავს, რომ მათ შორის არიან ეროვნული გვარდიის, საზღვაო ძალების, უკრაინის შეიარაღებული ძალების, ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები და მესაზღვრეები.
„ისინი, ვინც იცავდნენ მარიუპოლს, ვინც იცავდა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს, ვინც იმყოფებოდა ხერსონის, დონეცკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ლუგანსკის მიმართულებებით“, – აცხადებს ზელენსკი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ მათი 90 სამხედრო მოსამსახურე რუსეთში დაბრუნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს